მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში საქართველოში $348 მილიონი გადმორიცხეს - TOP-10 ქვეყანა ფულადი გზავნილებით

დოლარი

2026 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 348.26 მილიონი აშშ დოლარი (925 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 10.4%-ით, ანუ 32.8 მილიონი დოლარით მეტია. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 2026 წლის ივნისში საქართველოში კვლავ აშშ-დან შემოვიდა და 66.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია. მეორე ადგილზე იტალია იყო 54.2 მილიონი დოლარით, სადაც წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა, ხოლო მესამე პოზიციაზე რუსეთი გავიდა 51.4 მილიონი დოლარით. რუსეთიდან გადმორიცხვები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება იყო ტოპ ქვეყნებს შორის და წლიურად 25.1%-ით გაიზარდა.

ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

ქვეყანა თანხა (მლნ დოლარი) წლიური ცვლილება
აშშ 66.20 +12.68%
იტალია 54.18 +4.92%
რუსეთი 51.42 +25.12%
გერმანია 30.36 +11.47%
ისრაელი 29.40 +22.42%
საბერძნეთი 27.52 +7.15%
თურქეთი 12.42 +35.10%
ესპანეთი 8.41 +2.23%
ყაზახეთი 7.53 +10.73%
ყირგიზეთი 7.23 -22.54%

უმსხვილეს პარტნიორებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა თურქეთიდან (+35.1%), რუსეთიდან (+25.1%) და ისრაელიდან (+22.4%) დაფიქსირდა. ამავე დროს, ტოპ ათეულში ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ფულადი გზავნილები შემცირდა, ყირგიზეთი იყო, სადაც წლიური კლება 22.5% შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, ივნისში განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა ასევე ტაჯიკეთიდან, საიდანაც გზავნილები წლიურად 174.2%-ით გაიზარდა, თუმცა თანხობრივად მხოლოდ 1.35 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხებს, 2026 წლის ივნისში ქვეყნიდან 39.8 მილიონი აშშ დოლარი (105.7 მილიონი ლარი) გადაიგზავნა. ეს 2025 წლის ივნისთან შედარებით 16%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები