მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის პირველ 6 თვეში უცხოეთიდან $1.9 მლრდ გადმოირიცხა - ფულადი გზავნილების გეოგრაფია

ფულადი გზავნილები

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოეთიდან 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით გაიზარდა.

კონკრეტული თვეების მიხედვით წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ივნისში აღირიცხა, რამაც 348 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მოცულობა წლიურად 10%-ით იყო გაზრდილი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან შემოვიდა, საიდანაც 356 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას 325 მილიონი დოლარით იტალია იკავებს (ზრდა 10%), ხოლო მესამე ადგილზეა რუსეთი 250 მილიონი დოლარით, საიდანაც გზავნილები 14%-ით გაიზარდა.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

# ქვეყანა 2026 წლის პირველ ნახევარში შემოსული თანხა - დოლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 აშშ $356 მილიონი; 11%
2 იტალია $325 მილიონი; 10%
3 რუსეთი $250 მილიონი; 14%
4 გერმანია $166 მილიონი; 16%
5 ისრაელი $163 მილიონი; 21%
6 საბერძნეთი $153 მილიონი; 11%
7 თურქეთი $66 მილიონი; 29%
8 ესპანეთი $50 მილიონი; 19%
9 ყაზახეთი $40 მილიონი; 5%
10 საფრანგეთი $37 მილიონი. 16%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები