მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SK Hynix-მა აშშ-ში $29.4-მილიარდიანი ADR-ების განთავსება გადაწყვიტა

SK hynix

სამხრეთკორეულმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანია SK Hynix-მა განაცხადა, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დეპოზიტარული ხელწერილების (ADR) განთავსების გზით $29.4 მილიარდის მოზიდვას გეგმავს.

როგორც ირკვევა, დასახელებული ინიციატივა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ნახევარგამტარების წარმოების სიმძლავრეების გაფართოებასა და გლობალურ ინვესტორთა ბაზის გაზრდას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის განმარტებით, საბოლოო ფინანსური მოცულობა შესაძლოა პროცესის დასრულების შემდეგ შეიცვალოს. საყურადღებოა, რომ ანალიტიკოსების ბოლო პროგნოზებით, ADR-ების შეთავაზებით კომპანია $26 მილიარდის მობილიზებას მოახერხებდა.

ცნობისთვის, ტექნოლოგიურ სექტორში მომუშავე კომპანიამ აშშ-ის ბირჟაზე გასვლის შესახებ საკუთარი გეგმები პირველად მიმდინარე წლის მარტში გააჟღერა.

SK Hynix-ი მაღალი გამტარობის მეხსიერების ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელია, რომლებსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პროცესორებისთვის აქტიურად ყიდულობს. შესაბამისად, სამხრეთკორეული ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბუმის ერთ-ერთ უმსხვილესი ბენეფიციარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები