გლობალური ველნეს ტურიზმის შემოსავლები ბოლო წლებში მკვეთრად მატულობს. 2024 წელს ბაზრის ზომა $895.09 მილიარდი იყო და პროგნოზის თანახმად, მაჩვენებელი წელს $978.14 მილიარდამდე გაიზრდება, რაც წლიურად 9.3%-იან მატებას ნიშნავს. ამის შესახებ The Business Research Company-ის ანგარიშშია აღნიშნული.
კვლევაში ზრდის მიზეზებს შორის მოყვანილია ხარჯების ზრდა კულტურულ და სპორტულ ტურიზმზე, განვითარებად ბაზრებზე ძლიერ ეკონომიკურ ზრდა, განკარგვადი შემოსავლის მატება, მოსახლეობის დაბერება და პენსიაზე ნაადრევად გასვლა, ასევე სწრაფი ურბანიზაცია.
რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, ველნეს ტურიზმის ბაზრის ზომა, სავარაუდოდ, ძლიერ ზრდას გააგრძელებს მომდევნო რამდენიმე წელიწადში. ის გაიზრდება 1411,62 მილიარდ დოლარამდე 2029 წელს, 9.6%-იანი წლიური ზრდის ტემპით.



























