მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს "ჰოლივუდის" მსხვილ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ არის” - ხიდურელი

movie

საქართველოსა და, მათ შორის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში “ჰოლივუდის” მსხვილი სტუდიები ფილმების გადაღებისგან თავს იკავებენ, - ამის შესახებ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც “გადაიღე საქართველოში” პროგრამას შეეხებოდა.

“საზოგადოებას ალბათ უფრო მსხვილი “ჰოლივუდური” ფილმები აინტერესებთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს ზოგადი რეალობა ჩვენს კონტინენტზე. უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ, “ჰოლივუდის” მსხვილი სტუდიები თავს იკავებენ ფილმების გადაღებისგან დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად პოლონეთი და კიდევ უფრო დასავლეთის ქვეყნები. ამიტომ, ეს პაუზა ამ კონფლიქტითაა გამოწვეული და წელს მსხვილ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ არის”, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ პროგრამის წლიური ბიუჯეტი 5 მლნ ლარია, რომელიც შარშან სრულად აითვისეს. ხიდურელის თქმით, ამ თანხის 90% ქართული კომპანიების მიერაა ათვისებული.

სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები