მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ივანიშვილი $300 მილიონით გამდიდრდა - Bloomberg-ის თანახმად, მისი ქონება რეკორდული $7.8 მილიარდია

ივანიშვილი

აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი წელს 300 მლნ დოლარით გამდიდრდა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ქონება 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე სწორედ ამ თანხით გაიზარდა.

შედეგად, მისმა ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ამ დროისთვის 7.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 399-ე ადგილზეა. ის ამჟამად რეიტინგში ერთადერთი ქართველია.

აღსანიშნავია, რომ მისი ქონება წლის ჭრილში 1 მლრდ დოლარზე მეტადაა გაზრდილი.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულს, 4.95 მლრდ დოლარს, 2020 წელს მიაღწია, უმაღლესი შეფასება კი ამჟამად ფიქსირდება.

Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია და 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელსაც ივანიშვილი ფლობს 1 მლრდ დოლარამდე ღირებულებისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები