ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 65,2 ათასი ტონა, რაც 7,2 ათასი ტონით ანუ 14,4%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (58 ათასი ტონა) შედარებით.
2023 წლის 8 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 28,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 44%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 21,5 ათასი ტონა (33%); თურქეთი - 13,3 ათასი ტონა (20,4%); აზერბაიჯანი - 1,6 ათასი ტონა (2,5%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,1%);
2023 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 37,24 ათასი ტონა, რაც 11,72 ათასი ტონით ანუ 45,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (25,52 ათასი ტონა) შედარებით. 2023 წლის 8 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (37,11 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.