მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, მარწყვის იმპორტი შემცირდა, ფასი ოდნავ გაზრდილია|სტატისტიკა

მარწყვი

წელს, მარწყვის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში ქვეყანაში 727 400 აშშ დოლარის ღირებულების 504 ტონა მარწყვი შემოვიტანეთ, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 913 000 აშშ დოლარი 646 ტონა იყო. მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ იმპორტირებული მარწყვის ფასი მცირედით - 2%-ით გაიზარდა.

საქართველოსთვის მარწყვის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანა კვლავ თურქეთია, რომელზეც იმპორტის თითქმის სრული მოცულობა მოდის, თუმცა წელს მცირე რაოდენობით მარწყვი პოლონეთიდანაც შემოვიტანეთ.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს ექსპორტიც შემცირებულია. უფრო მეტიც განახევრებულია. კერძოდ, პირველ კვარტალში 102 000 აშშ დოლარის 29 ტონა ქვეყანაში წარმოებული მარწყვი გავიტანეთ ექსპორტზე, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 225 200 აშშ დოლარი და 122 ტონა იყო.

საექსპორტო ქვეყნებს რაც შეეხება, მარწყვი მეტწილად გადის სომხეთში. წელს მარწყვის ადგილობრივი ექსპორტის სრული მოცულობა სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება, გასულ წელს კი მცირე მოცულობა ყაზახეთშიც გავიტანეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები