მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მიგრანტები უცხოეთიდან ხელფასის სახით $2 მლრდ-ს მიიღებენ - ნამჩავაძე

IT სპეციალისტი

საქართველოში გადმოსახლებული მიგრანტები უცხოეთიდან ხელფასის სახით წელს სავარაუდოდ,  2 მლრდ დოლარს მიიღებენ - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძემ  „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ მიგრანტების ეფექტი ჯერ არ ამოწურულა და მიუხედავად ფულადი გზავნილებში კლებისა, ის მაინც მკვეთრად აღემატება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე არსებულ მონაცემებს.  მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული მიგრანტების სახელფასო შემოსავლებსაც.

„თუნდაც $60-70  მილიონი, რომ შემოდის რუსეთიდან, ეს 2-ჯერ მეტი თანხაა,  ვიდრე იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე გზავნილები.  ამ თანხების კლების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ რუსეთის მიგრანტები (შესაძლოა უკვე 100 000  კაციც) აქ დასახლდნენ და აქედან იღებენ შემოსავალს, რაც  ეხმარება ეროვნულ  ვალუტას. 

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიები ძირითადად  ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროშია და საერთაშორისო კონტრაქტებზე მუშაობენ. შარშან ამ გზით საქართველოში 1 მლრდ დოლარი შემოვიდა. წელს, ჩემი გათვლებით,  2 მლრდ დოლარი იქნება, რასაც ყოველდღიურ სტატისტიკაში ვერ ვხედავთ. ეს ფულად გზავნილებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი  თანხაა“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები