მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მოქალაქეებს ₾700 ათასზე მეტის არასწორად დარიცხული და ხანდაზმული დავალიანება ჩამოეწერათ - სემეკი

სემეკ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, მედიაცენტრ “მთავარში” კომისიის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, წლის განმავლობაში მოქალაქეებს ჯამში 700 ათას ლარზე მეტი ღირებულების დავალიანება ჩამოეწერათ.

“კომისია აქტიურად მუშაობს მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირებაზე. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ხანდაზმული ან არასწორად დარიცხული დავალიანებების ჩამოწერაა. წლის განმავლობაში სემეკის მიერ მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი უსაფუძვლოდ დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანებების ოდენობა 700 ათას ლარს აღემატება.

გარდა ამისა, ჩვენ მიერ დადგენილი წესებისა და კონკრეტული ვადების დარღვევისთვის, ენერგეტიკულ კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება - მომხმარებელთა კომპენსაცია კი 330 ათას ლარს აღემატება”, - ამბობს დავით ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარემ კომისიის ელექტრონული სერვისების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში *303# სერვისით მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

აღნიშნული მომსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ან/და კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები