მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი 20%-ით შემცირდა

ნავთობპროდუქტები

2023 წლის სექტემბერში ნავთობის ფასი თვიურად 9.7%-ით გაიზარდა, რაც Galt And Taggart-ის შეფასებით, საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების წლის ბოლომდე გაგრძელებამ გამოიწვია. სექტემბერში brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე საშუალოდ 95.3 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ნავთობის ფასის 100 აშშ დოლარამდე ზრდას ელიან, თუმცა მის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას ცოტა პროგნოზირებს. Goldman Sachs-ის პროგნოზით, ამერიკული ნავთობი 2023 წლის მე-4 კვარტალში 88 აშშ დოლარის ირგვლივ დასტაბილურდება, Barclays კი ევროპული ნავთობის ფასს 92 დოლარის ფარგლებში ვარაუდობს (84 აშშ დოლარი 2023 წლისთვის). ანალიტიკოსების აზრით, მოთხოვნა მცირდება (ამერიკელები ნაკლებს მგზავრობენ, ჩინეთი თავისი ნავთობის მარაგს იყენებს,
ინვესტორების long პოზიციები მაქსიმუმზეა), ხოლო მიწოდება იზრდება (თუ ფასები საგრძნობლად მოიმატებს, მოსალოდნელია რომ საუდის არაბეთი გაზრდის წარმოებას).

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების იმპორტს, 2023 წლის 8 თვეში ქვეყანამ 546 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, ანუ თითქმის 20%-ით ნაკლები 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები