საქართველოდან ოქროს ექსპორტი მზარდია. 2026 წლის იანვარ-თებერვალში ძვირფასი ლითონის ექსპორტი 25.7 მლნ დოლარი იყო, რაც 30%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 19.8 მლნ დოლარის ექსპორტს.
საქართველოსთვის ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სადაც წელს 17.9 მლნ დოლარის ოქრო გავიდა. 7.2 მლნ დოლარი იყო ექსპორტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხოლო 605 ათასი დოლარის - თურქეთში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოდან ოქროს ექსპორტი რეკორდული იყო. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქროს ექსპორტმა 122.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში ოქროს ექსპორტი 110-118 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ხოლო 2012-2023 წლებში - 100 მილიონ დოლარზე ნაკლები.
2025 წლის მონაცემებით, ექსპორტი სამ ქვეყანაში განხორციელდა:
- შვეიცარია - $101.6 მლნ;
- თურქეთი - $13.4 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $7.3 მლნ.



























