მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტი შემოწმდება - სეს

პესტიციდები აგროქიმიკატები

სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაზარზე უხარისხო მცენარეთა დაცვის საშუალებების განთავსების აღკვეთის მიზნით, სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში, საიდანაც 29 შემთხვევაში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის, შენახვისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.

გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს.

დღეისათვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში. უწყების განმარტებით, შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები