მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ 4 ფილმის გადაღება იგეგმება - სააგენტო

აწარმოე საქართველოში

სახელმწიფო პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2024 წელს 4 პროექტია დარეგისტრირებული. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში ფილმების გადაღებისას სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის სურვილი საქართველოდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ესტონეთიდან გამოთქვეს. ამ 4 პროექტის გარდა, მოლაპარაკებები 3 პროექტზე მიმდინარეობს, თუმცა სააგენტოში ქვეყნებს ვერ ასახელებენ, რადგან პროცესი არ დასრულებულა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს ამავე პროგრამით საქართველოში 9 ფილმის გადაღება დასრულდა. სულ კი შეთანხმება 11 პროექტზე გაფორმდა. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ცნობით, პროგრამის შედეგად 2023 წელს განხორციელებული პროექტების ინვესტიციამ 20.6 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო 11 პროექტიდან ამ დროისთვის 2-სთვის პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიციური ხარჯების 20-25%-ის ფარგლებში 579 708 ლარია დაბრუნებული.

სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს საქართველოში ფილმების თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქციის გადაღების შესაძლებლობას აძლევს, რა დროსაც კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან უბრუნდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები