საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი, დავით რუსია გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ 2025 წელს სავარაუდოდ, საბანკო სისტემის ჯამური აქტივები 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტის მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივები 98.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია.
“მარტის მდგომარეობით ქართული ბანკების აქტივები 98 მილიარდ ლარზე მეტია, რაზეც გავლენა იქონია საბანკო სექტორში ორი მიკრობანკის შემომატებამ, რამაც 763 მილიონი ლარი შეადგინა. დოლარში საბანკო სექტორის ზომა 35.5 მილიარდს უტოლდება, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც კი საბანკო სისტემაში დაფიქსირებულა.
მინდა აღვნიშნო “ხალიკ ბანკის” აქტივობა, რომელმაც აქტივების ზომით უკვე 1 მილიარდ ლარს მიაღწია. 9 ბანკი 19 ბანკიდან უკვე 1 მილიარდ ლარს აჭარბებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ზრდა გაგრძელდება, წელს კიდევ ერთი ბანკი შეიძლება გახდეს მილიარდიანი აქტივების მქონე.
საბანკო სექტორის ზომა ივნისის მდგომარეობით, იმედი გვაქვს, რომ 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს,”- აღნიშნავს დავით რუსია.
2025 წლის მარტის მდგომარეობით ქართული ბანკების აქტივების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
| # | ბანკი | აქტივების ზომა ლარებში |
| 1 | საქართველოს ბანკი | 39,216,918,000 |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 36,588,585,000 |
| 3 | ლიბერთი ბანკი | 5,399,413,000 |
| 4 | ბაზის ბანკი | 4,066,133,000 |
| 5 | კრედო ბანკი | 3,189,911,000 |
| 6 | ტერაბანკი | 1,999,405,000 |
| 7 | პროკრედიტ ბანკი | 1,955,758,000 |
| 8 | ქართუ ბანკი | 1,821,723,000 |
| 9 | ხალიკ ბანკი | 1,033,161,000 |
| 10 | პაშაბანკი | 700,228,000 |
| 11 | მიკრობანკი კრისტალი | 615,241,000 |
| 12 | იშ ბანკ | 471,680,000 |
| 13 | ვი–თი–ბი ბანკი | 449,191,000 |
| 14 | ზირაათ ბანკი | 260,813,000 |
| 15 | სილქ ბანკი | 225,847,000 |
| 16 | მიკრობანკი ემბისი | 148,615,000 |
| 17 | ჰეშბანკი | 32,476,000 |
| 18 | პეივბანკი | 30,506,000 |
| 19 | პეისერა | 19,699,000 |




























