მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქვეყანამ ექსპორტზე 137 ტონაზე მეტი ლოკოკინა გაიტანა - შემოსავალი $1,2 მილიონს აჭარბებს

ლოკოკინა

მას შემდეგ, რაც ევროკომისიის გადაწყვეტილებით საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინას ექსპორტი დაშვებულია, საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით გახდა შესაძლებელი.

პირველივე წელს, ანუ 2022 წელს საქართველოდან 263 ათასი დოლარის ღირებულების 44 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე. წელს კი ამ მხრივ რეკორდული წელი იყო. წლის პირველ 11 თვეში ექსპორტზე 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების ლოკოკინები გავიდა. ჯამში ექსპორტირებულია 137 ტონა პროდუქტი.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული ლოკოკინას რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთში ხორციელდება.

2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი საფრანგეთში განხორციელდა. აღნიშნულ ბაზარზე 11 თვეში ექსპორტირებულია 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების 135 ტონა ლოკოკინა. რაც შეეხება იტალიას, აღნიშნულ ბაზარზე მხოლოდ 1 ტონა [$7 ათასი] ლოკოკინა გაიგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები