საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 4%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.8 ცენტი შეადგინა.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 17%-ით გაიზარდა 3.1 ტვტ.სთ-მდე და ჯამური მიწოდების 27% შეადგინა. მოცულობის ზრდა ძირითადად გამოწვეულია იმპორტის და PPA-იანი ელექტროსადგურების გენერაციის ზრდით. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია 2024 წლის მეორე ნახევარში ახალი სადგურების, "ხობი-2" და "მტკვარი ჰესის" ექსპლუატაციაში შესვლასთან.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ 9 თვეში 130 გვტ.სთ, ანუ ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმით მთლიანი მიწოდების მხოლოდ 1% გაიყიდა.
Galt & Taggart-ის ცნობით, მოცულობა ბოლო თვეებში მკვეთრადაა გაიზარდა, თუმცა მაინც არაა საკმარისი ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად. 2025 წლის მაისში, ივნისში და ივლისში ვაჭრობის მოცულობის ზრდა დაკავშირებულია ალტერნატიულ ბაზრებზე ფასის სიმცირით, კერძოდ, ესკოს შესასყიდი ფასი ამ პერიოდში კვტ.სთ-ზე 4 თეთრს (რეგულაციიდან გამომდინარე) შეადგენდა .




























