მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, სადაზღვევო სექტორის შემოსავალი ₾1.2 მილიარდს გადააჭარბებს - დავით ონოფრიშვილი

დავით ონოფრიშვილი

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დავით ონოფრიშვილი ელის, რომ წელს სექტორის შემოსავალი 1.2 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

როგორც მან ჟურნალისტებს სექტორის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა, გასულ წელთან შედარებით, ზრდა აშკარაა.

„შარშან სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა, სადაზღვევო პრემიამ გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს, წელს უკვე 1.2 მილიარდს გადააჭარბებს და შეიძლება 1.3 მილიარდ ლარამდეც იყოს, ზრდა არის აშკარა", - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

ის მიუთითებს, რომ მოსახლეობა ბევრად გათვითცნობიერებული გახდა და დაზღვევის მიმართ ნდობა გაზრდილია.

"ჩვენი შეფასებით, გაიზარდა ადამიანთა მოთხოვნა, ნდობა დაზღვევის მიმართ და სავალდებულოობა, რადგანაც დაზღვევა იცავს ადამიანს შესაძლო ფინანსური რისკებისგან. როდესაც დაზღვეული არ ხარ და შემთხვევა დაგიდგება სამწუხაროდ, ავტომობილის, ქონების, ჯანმრთელობის თუ სხვა შემთხვევაში, ბევრად ძვირის გადახდა მოგიწევს, თუ დაზღვევა არ გაქვს. წლებია უკვე ვაკვირდებით, რომ მოსახლეობა ბევრად გათვითცნობიერებული გახდა და ფინანსური განათლების მიმართულებითაც მნიშვნელოვნად ვმუშაობთ",- თქვა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო მუდმივად დგამს ნაბიჯებს, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცული იყოს და საერთაშორისო პრაქტიკას მაქსიმალურად

"პრინციპში ჩვენი სტანდარტები უკვე არის საერთაშორისო დონეზე, რადგან სრულად ინტეგრირებული ვართ და ვითვალისწინებთ ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას, რაც ამ მიმართულებით არსებობს. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში არის დაცული და თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა, შეუძლია თავისი უფლებები გამოიყენოს, მიმართოს ჯერ კომპანიას, შემდეგ ჩვენ და საბოლოო ჯამში სასამართლო წესით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ძირითადად სასამართლომდე არ მიდის საქმე და მოგვარებით მთავრდება",- ამბობს დავით ონოფრიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები