გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 4.2 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი, 17.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის რაოდენობა 27%-ით (896 ტონა) ხოლო ღირებულება 23%-ით (3.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში, 1 კილოგრამი დაფნის ფოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 4.1 აშშ დოლარია.
დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია ჩინეთი (73%) და რუსეთი (15%).




























