მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი 96%-ით შემცირდა - როგორია 5 წლის სტატისტიკა?

თაფლი

საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს, ქვეყანამ 530 კილოგრამი ნატურალური თაფლი გაყიდა, საიდანაც $5.6 ათასის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს $86.2 ათასის ღირებულების 13 ტონა თაფლი ჰქონდა გაყიდული.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას ნატურალური თაფლის ექსპორტი 95.9%-ით შეუმცირდა.

2025 წელს, ნატურალური თაფლის ექსპორტი საქართველომ თებერვალში სომხეთში გაყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თაფლის გასაღების მთავარი ბაზარი 2024 წლამდე ევროკავშირი იყო.

თაფლის ექსპორტის ლიდერი ქვეყნები 2021-2025 წლებში (იანვარ-თებერვალი) :

  • 2024 წელი - აზერბაიჯანი;
  • 2023 წელი - საფრანგეთი ;
  • 2022 წელი - ბულგარეთი;
  • 2021 წელი - ბულგარეთი.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თაფლის ექსპორტი ყოველწლიურად უმცირდება. წლევანდელი საექსპორტო მაჩვენებლები კი დრამატულად შემცირებულია.

თაფლის ექსპორტი 2021-2025 წლები (იანვარ-თებერვალი):

  • 2021 წელი - $47.5 ათასი, 20 ტონა;
  • 2022 წელი - $ 72.9 ათასი, 23 ტონა;
  • 2023 წელი - $ 184.4 ათასი, 25 ტონა;
  • 2024 წელი - $ 86.2 ათასი, 13 ტონა;
  • 2025 წელი - $5.6 ათასი, 530 კილოგრამი.

ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოდან 271 150 აშშ დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით, თანხაში 64.41%-იანი, ხოლო მოცულობაში 69.4%-იანი შემცირებაა.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები