მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველოდან ცხოველების საკვები ექსპორტზე 7 ქვეყანაში გავიდა - ვაჭრობა გაიზარდა

ცხოველების საკვები

2026 წლის იანვარ-აპრილში ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტების ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა. საქართველო ძირითადად ამ საქონლის იმპორტიორია, თუმცა 2019 წლიდან გააქტიურდა ექსპორტიც.

წელს საზღვარგარეთ საქართველოდან გადაზიდვები 84.6%-ით, 4 მილიონ 233 ათას დოლარამდე გაიზარდა და ქვეყნიდან საზღვარგარეთ 6 869 ტონა პროდუქტი გავიდა. ეს ძირითადად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტია. ამასთან, ექსპორტის დიდი ნაწილი სხვა ცხოველებისთვის განკუთვნილ საკვებზე მოდის, რაც 3.4 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ძაღლებისა და კატების საკვების ღირებულება მხოლოდ 777 ათასი დოლარი იყო.

ამ პერიოდში ცხოველების საკვები ექსპორტზე მხოლოდ 7 ქვეყანაში გავიდა. მათ შორის ყველაზე მეტი სომხეთში. ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. სომხეთი - $2.9 მლნ, 5 216 ტონა;
  2. უზბეკეთი - $558 ათასი, 803 ტონა;
  3. აზერბაიჯანი - $530 ათასი, 618 ტონა;
  4. ყაზახეთი - $130 ათასი, 164 ტონა;
  5. ერაყი - $42 ათასი, 22 ტონა;
  6. მოლდოვა - $34 ათასი, 41 ტონა;
  7. ბელარუსი - $12.5 ათასი, 3 ტონა;

2025 წელს ჯამურად ცხოველების საკვების ექსპორტი 35.6%-ით, 10.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველ 4 თვეში საქართველომ 17 მილიონ 119 ათასი დოლარის 11 102 ტონა ცხოველების საკვები შეიძინა, რაც წლიურად 15.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის დიდი ნაწილი ძალებისა და კატებისთვის განკუთვნილ საკვებზე მოდის - $9.8 მლნ, სხვა ცხოველების საკვების იმპორტი კი $7.3 მილიონია.

ცხოველების საკვების მთავარი მომწოდებელი თურქეთი და რუსეთი არიან. უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგი კი საიდანაც პროდუქტი შემოგვაქვს ასეთია:

  1. თურქეთი - $2.7 მლნ, 2 580 ტონა;
  2. რუსეთი - $1.7 მლნ, 1 041 ტონა;
  3. იტალია - $1.6 მლნ, 929 ტონა;
  4. პოლონეთი - $1.4 მლნ, 835 ტონა;
  5. საფრანგეთი - $1.2 მლნ, 442 ტონა;
  6. გერმანია - $1 მლნ, 549 ტონა;
  7. ესპანეთი - $887 ათასი, 552 ტონა;
  8. ბელგია - $865 ათასი, 616 ტონა;
  9. პორტუგალია $830 ათასი, 902 ტონა;
  10. უკრაინა - $804 ათასი, 462 ტონა;

2025 წელს ცხოველების საკვების იმპორტი 15.6%-ით, 54.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები