მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 165.6 მლნ დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიტანა ექსპორტზე, რაც წლის ჭრილში 15.8%-იანი კლებაა. ღვინო საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში მეორე უმსხვილესი სასაქონლო კატეგორიაა.
ღვინის ექსპორტის კლება ძირითადად რუსეთის ბაზართან არის კავშირში. 2025 წლის 8 თვეში, ღვინის ექსპორტში 103 მილიონი დოლარი, ანუ 62% რუსეთზე მოდიოდა. გასულ წელს რუსეთში აქციზის ზრდის ფონზე, წელს ამ მიმართულებით ღვინის ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული.
ღვინის 10 ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $103.3 მლნ
- პოლონეთი - $11.5 მლნ
- უკრაინა - $8.2 მლნ
- ჩინეთი - $6.5 მლნ
- ყაზახეთი - $5.9 მლნ
- ბელარუსი - $5.5 მლნ
- აშშ - $4.1 მლნ
- გერმანია - $3.7 მლნ
- ლატვია - $3.1 მლნ
- ლიეტუვა - $1.8 მლნ
BMG-მ ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP-10 ექსპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- სს ბადაგონი
- სს თბილღვინო
- სს თელიანი ველი
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
- შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი
- შპს ასკანელი ძმები
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
- შპს კახური ღვინის მარანი
- შპს შალვინო




























