მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს საქართველომ $32.1 მილიონის სუნამოები იყიდა - რომელ კომპანიებს შემოაქვთ ყველაზე მეტი პარფიუმი?

სუნამოები

სუნამოების და ტუალეტის წყლის იმპორტი საქართველოში გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით დგინდება, რომ ქვეყანამ წელს, 9 თვეში 896 ტონა სუნამო და ტუალეტის წყალი იყიდა, რაშიც $32.1 მლნ გადაიხადა.

შედარებისთვის, 2024 წლის იგივე პერიოდში საქართველომ $29.2 მილიონის ღირებულების 820 ტონა სუნამო და ტუალეტის წყალი ჰქონდა შეძენილი. შესაბამისად, იმპორტის თანხობრივმა ზრდამ 10.1% შეადგინა, ხოლო მოცულობითი ზრდა 9.2%-ია.

ქვეყნის ყველაზე დიდი იმპორტიორი საფრანგეთია. 9 თვეში საქართველომ ფრანგულ სუნამოებში $9.3 მილიონი გადაიხადა, რაც 91 ტონას შეადგენს. თუმცა, მოცულობით ლიდერობს ჩინეთი, საიდანაც 216 ტონა პროდუქტი $1.9 მილიონად იქნა შემოტანილი

2025 წლის 9 თვეში საქართველოსთვის სუნამოების და ტუალეტის წყლის იმპორტიორი ბაზრების TOP 10

  1. საფრანგეთი - $9.3 მლნ, 91 ტონა;
  2. ესპანეთი - $4.4 მლნ, 73 ტონა;
  3. იტალია - $3 მლნ, 45 ტონა;
  4. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $ 2.5 მლნ, 175 ტონა;
  5. ჩინეთი - $1.9 მლნ, 216 ტონა;
  6. ბელგია - $1.9 მლნ, 6 ტონა;
  7. გაერთიანებული სამეფო - $1.9 მლნ, 32 ტონა;
  8. პოლონეთი - $1.6 მლნ, 98 ტონა;
  9. თურქეთი - $1.4 მლნ, 101 ტონა;
  10. შვეიცარია - $640 ათასი, 6 ტონა;

BM.GE-მ საქსტატიდან სუნამოების და ტუალეტის წყლის მთავარი იმპორტიორი კომპანიების TOP 10 გამოითხოვა, რომლებსაც საქართველოში პროდუქცია შემოაქვთ.

  1. შპს აკადემი გრუპ;
  2. შპს არომატეკა ჯეორჯია;
  3. შპს ეივონ კოსმეტიკს საქართველო;
  4. შპს ესტელ ჯეო;
  5. შპს ივერია ფრანსი;
  6. შპს ორიფლეიმ ჯორჯია;
  7. შპს პრაიმ ლუქს;
  8. შპს პრემა;
  9. შპს პრესტიჟი;
  10. შპს სტაილი.

[შენიშვნა: იმპორტიორები არ არიან რეიტინგის მიხედვით დალაგებული]

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 156 ტონა სუნამოსა და ტუალეტის წყლის რეალიზაციიდან, $11.2 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდს ($10.3 მლნ, 114 ტონა) თანხობრივად 9%-ით აღემატება, ხოლო მოცულობის თვალსაზრისით 36.8%-ით.

საშუალო მაჩვენებლით, საქართველოს სუნამოების მთავარი საექსპორტო ბაზრები ევროპის ქვეყნებია. ექსპორტის ლიდერია ლიეტუვა, სადაც 9 თვეში საქართველოდან $2.3 მილიონი ღირებულების 26 ტონა სუნამო გავიდა. მეორე ადგილზეა ესტონეთი – $1.9 მილიონი, ხოლო მესამეზე – აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტმა $1.5 მილიონი შეადგინა.

საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრების TOP 10 :

  1. ლიეტუვა - $2.3 მლნ, 26 ტონა;
  2. ესტონეთი - $1.9 მლნ, 16 ტონა;
  3. აზერბაიჯანი - $1.5 მლნ, 6 ტონა;
  4. ნიდერლანდები - $1.4 მლნ, 12 ტონა;
  5. სომხეთი - $1.2 მლნ, 67 ტონა;
  6. შვეიცარია - $1.1 მლნ, 8 ტონა;
  7. აშშ - $595 ათასი, 4 ტონა;
  8. მოლდოვა - $281 ათასი, 2 ტონა;
  9. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $154 ათასი, 1 ტონა;
  10. უზბეკეთი - $109 ათასი, 1 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები