მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში, საქართველოში 3,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მაჯის და ჯიბის საათები იყიდა. ეს 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მცირედით, ხოლო 2022, 2021 წლის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება. კერძოდ, ქვეყანამ გასული წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 3,7 მლნ აშშ დოლარის საათები იყიდა. 2022 წელს - 4,4 მლნ აშშ დოლარის, 2021 წელს კი - 4,3 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, მიმდინარე წელს, ყველაზე ძვირად და მეტი თანხა საათებში შვეიცარიას გადავუხადეთ. ყველაზე იაფი კი ჩინური საათები დაგვიჯდა.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მაჯის და ჯიბის საათების იმპორტი განხორციელდა 2024 წელს:
- შვეიცარია - 1 მლნ აშშ დოლარი (1,08 ტონა)
- ჰონკონგი - 891 970 აშშ დოლარი (4,1 ტონა)
- ჩინეთი - 685 480 აშშ დოლარი (29,6 ტონა)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 272 190 აშშ დოლარი (5,8 ტონა)
- გერმანია - 237 290 აშშ დოლარი (0,5 ტონა)
- ესპანეთი - 112 010 აშშ დოლარი (0,3 ტონა)
- პოლონეთი - 55 240 აშშ დოლარი (0,3 ტონა)
- ავსტრია - 52 260 აშშ დოლარი (0.09 ტონა)
- ლატვია - 40 810 აშშ დოლარი (0,08 ტონა)
- ნიდერლანდები - 30 490 აშშ დოლარი (0,14 ტონა)
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 554 950 აშშ დოლარის ღირებულების მაჯის და ჯიბის საათები გავიდა ექსპორტზე. ადგილობრივი ექსპორტი იყო 78 360 აშშ დოლარი.
საექსპორტო ქვეყნებს შორისაც ლიდერობს შვეიცარია - 251 650 აშშ დოლარით, მას მოჰყვება ლატვია - 164 370 აშშ დოლარით და სომხეთი 54 230 აშშ დოლარით. ხუთეულს ავსებს ჰონკონგი (54 140 აშშ დოლარი) და ბელარუსი (29 880 აშშ დოლარი).