2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 263.4 ათასი აშშ დოლარის 46.5 ტონა საღეჭი რეზინი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 32.8%-იან ზრდაზე მიუთითებს. თუმცა გასული წლის პირველ ორ თვესთან შედარებით მოცულობა 16.3%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, საქართველოსთვის კევის იმპორტი გაძვირდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს 2026 წლის იანვარ-თებერვალში მონაცემები ასეთია:
- თურქეთი - 123.7 ათასი აშშ დოლარის 31.3 ტონა;
- რუსეთი - 115 ათასი აშშ დოლარის 13.9 ტონა;
- ინდონეზია - 20.5 ათასი აშშ დოლარის 900 კგ;
- შვედეთი - 2.9 ათასი აშშ დოლარის 100 კგ.
ცნობისთვის, გასულ 2025 წელს, ჯამში საქართველომ 1.6 მლნ აშშ დოლარის 383.1 ტონა პროდუქტი შეიძინა.


























