მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს საქართველომ 5 მლნ კვერცხი იყიდა - შარშან იმპორტი ნულოვანი იყო

კვერცხი

წელს საქართველომ 388.5 ათასი აშშ დოლარის 5 მილიონი კვერცხი იყიდა, მაშინ როცა გასულ წელს იანვარ-თებერვალში იმპორტი ნულოვანი იყო.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, გასული წლის 12 თვეში ქვეყანამ, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13.4%-ით ნაკლები კვერცხი შეიძინა.

რაც შეეხება 2026 წილის იანვარ-თებერვლს, წელს საქართველომ კვერცხი 2 ქვეყნიდან იყიდა, თურქეთიდან - 375.2 ათასი აშშ დოლარის 4 900 000 ერთეული და ბელარუსიდან 13.3 ათასი აშშ დოლარის 118 ათასი ცალი.

შეგახსენებთ, თებერვალში კვერცხი წლიურად 3.6%-ით გაძვირდა, მაგრამ წინა თვესთან შედარებით 3.4%-ით გაიაფდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები