მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, საქართველომ $5,2 მლნ-ის ზეთი შეიძინა - სად ვყიდულობთ?

ზეთი

საქსტატის ინფორმაციით, წყალი, ზეთი და ცხიმი წლიურად 16.4-ით გაძვირდა. ჯამურად კი, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები წლიურად 6.6%-ითაა გაზრდილი.

BMG დაინტერესდა, სად ყიდულობს საქართველო ზეთს და რამდენს ვიხდით იმპორტში.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ მიმდინარე წლის 2 თვეში $5,2 მლნ-ის ღირებულების, 3,846 ტონა ზეთი შეიძინა. მაშინ როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $5,2 მლნ-ის 5,258 ტონა ზეთი ჰქონდა შესყიდული.

აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას ზეთის იმპორტი 26.8%-ით შეუმცირდა.

წელს, ქვეყნისთვის ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც ქვეყანამ $3,9 მლნ-ის 3,018 ტონა ზეთი შეიძინა. ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ ბაზარზე საქართველოს 4,2 მლნ დოლარის, 4,490 ტონა ზეთი ჰქონდა შეძენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რუსეთიდან ზეთის შესყიდვა 32.7%-ით შეუმცირდა.

2025 წლის TOP 5 ზეთის იმპორტიორი ქვეყანა ასეთია:

  • რუსეთი - $3,9 მლნ, 3,018 ტონა;
  • უკრაინა - $922 ათასი, 600 ტონა;
  • აზერბაიჯანი -$183 ათასი, 118 ტონა;
  • უნგრეთი - $110 ათასი, 57 ტონა;
  • თურქეთი - $42 ათასი, 25 ტონა.

ზეთის იმპორტი 2021-2025 წლები:

  • 2021- $5,1 მლნ, 3,821 ტონა;
  • 2022- $ 2,5 მლნ, 1,524 ტონა;
  • 2023- $4,3 მლნ, 3,234 ტონა;
  • 2024-$5,2 მლნ, 5,258 ტონა;
  • 2025-$ 5,2 მლნ, 3,846 ტონა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ ხუთივე წელს, ზეთის იმპორტში რუსეთის ბაზარი ლიდერობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები