მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს საქართველომ 57%-ით ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი იყიდა - მთავარი იმპორტიორი რუსეთია

მსხვილფეხა საქონელი

წელს საქართველომ 1.1 მლნ აშშ დოლარის 333.1 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყიდა, რაც გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 56.7%-იანი კლებაა.

იმპორტის 39% რუსეთზე მოდის, სხვა ქვეყნების ჩამონათვალი კი, საიდანაც საქართველომ პირუტყვი იყიდა ასეთია:

  1. რუსეთი - 565.1 ათასი აშშ დოლარის 178.2 ტონა;
  2. უნგრეთი - 418.2 ათასი აშშ დოლარის 52.5 ტონა;
  3. ბელარუსი - 200.8 ათასი აშშ დოლარის 52.8 ტონა;
  4. ერაყი - 150 ათასი აშშ დოლარის 30 ტონა;
  5. ესტონეთი - 107 ათასი აშშ დოლარის 18 ტონა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის სათავეში რუმინეთი იყო, რომელიც 2026 წელს ჩამონათვალში საერთოდ აღარ იძებნება. რაც შეეხება 2025 წლის სრულ მონაცემებს, საქართველომ 16.3 მლნ აშშ დოლარის 4 580 ტონა საქონელი იყიდა, ლიდერი ამ შემთხვევაშიც რუსეთი იყო 7.6 მლნ აშშ დოლარით.

შეგახსენებთ,რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში ცხოველთა ინფექციური დაავადებების გამო ვითარება არასტაბილურია. რეგიონში გავრცელებული ცოფისა და პასტერელოზის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ბელარუსის რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციის რიგი რეგიონებიდან პირუტყვის, ხორცისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოტანაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 13 მარტიდან შევიდა.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელარუსი, სადაც კარანტინი გამოცხადდა, საქართველოსთვის საქონლის ხორცის მთავარი იმპორტიორია.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის იმპორტის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად 6 მილიონამდე ვეტერინარული მანიპულაცია ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები