წელს, საქართველომ 2 თვეში 2.07 მლნ აშშ დოლარის 363.1 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 165.5%-ით, რაოდენობრივად კი 125.2%-ით მეტია.
პარალელურად, 18%-ით გაიზარდა ფასი. თუ 2025 წელს იმპორტირებული ხორცის ფასი საბაჟოზე [გადასახადების გარეშე] 4.83 აშშ დოლარი იყო, 2026 წელს 5.70 დოლარია .
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია
- ბელარუსი - 1.04 მლნ აშშ დოლარის 185.9 ტონა;
- უკრაინა - 868.3 ათასი აშშ დოლარის 172.7 ტონა;
- აშშ - 2.6 ათასი აშშ დოლარის 2.6 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 67.4 ათასი აშშ დოლარის 1.9 ტონა.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ხორცი და ხორცის პროდუქტები წლიურად 9.6%-ით იყო გაძვირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ქვეყანაში ხორცის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასე მაგალითად თუ 2016 წელს ქვეყანაში ერთი ადამიანი დაახლოებით 37 კგ. ხორცს მოიხმარდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 51 კგ-მდე გაიზადა. ზრდის მიუხედავად, ევროკავშირთან შედარებით ქვეყანაში ხორცის მოხმარება კვლავ დაბალი რჩება, რადგან 2024 წელს ევროკავშირში ხორცის საშუალო მოხმარება წელიწადში 79 კგ იყო.




























