მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველომ 6 400 ტონა კარტოფილი იყიდა - ყველაზე მეტი რუსეთისგან

კარტოფილი

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კარტოფილის იმპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2.4 მლნ დოლარის 6 400 ტონა კარტოფილი იყიდა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში იმპორტი თანხობრივად 68%-ით, ხოლო რაოდენობრივად 71%-ით არის შემცირებული.

კლება სავარაუდოდ, საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან გასული წელი კარტოფილის იმპორტის კუთხით რეკორდული იყო.

9 თვის მონაცემებით, საქართველომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის კარტოფილი შემდეგ 5 ქვეყანაში იყიდა:

  • რუსეთი - $459 ათასი/1 736 ტონა;
  • სომხეთი - $433.8 ათასი/1 658 ტონა;
  • თურქეთი - $420.5 ათასი/1 292 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $441.8 ათასი/662 ტონა;
  • ბელარუსი - $165 ათასი/625 ტონა.

შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტი შემოვიდა ასევე გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ საზღვარგარეთ 1.1 მლნ დოლარის 4 051 ტონა კარტოფილი გაიტანა. მონაცემები აჩვენებს, რომ ექსპორტის ღირებულება წლიურად 28%-ით, მოცულობა კი 17%-ით გაიზარდა.

საექსპორტო ბაზრები კი ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი - $919 ათასი/3 599 ტონა;
  • რუსეთი - $113 ათასი/289 ტონა;
  • ბელარუსი - $51 ათასი/107 ტონა.

მცირე მოცულობით ექსპორტი ასევე განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყაზახეთსა და სომხეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები