მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველომ 707 ტონა ყურძენი იყიდა - იმპორტიორი ქვეყნების სია

ყურძენი

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველომ 927.5 ათასი აშშ დოლარის 707.1 ტონა ყურძენი იყიდა, რაც 8.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველომ გასული წლის იანვარ-თებერვალში 1.01 მლნ აშშ დოლარის 933.2 ტონა ყურძენი იყიდა.

წელს, იმპორტის 29.6% სომხეთიდან განხორციელდა. სხვა ქვეყნების ჩამონათვალი კი, სადაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს, ასეთია:

  1. სომხეთი - 275 ათასი აშშ დოლარის 292 ტონა;
  2. უზბეკეთი - 167.9 ათასი აშშ დოლარის 101 ტონა;
  3. ირანი - 142.8 ათასი აშშ დოლარის 76.9 ტონა;
  4. თურქეთი - 137 ათასი აშშ დოლარის 144.6 ტონა;
  5. ნიდერლანდები - 102.3 ათასი აშშ დოლარის 24.5 ტონა;
  6. ინდოეთი - 49.9 ათასი აშშ დოლარის 26 ტონა;
  7. ჩინეთი - 49.9 ათასი აშშ დოლარის 40.4 ტონა;
  8. ლიეტუვა - 1.9 ათასი აშშ დოლარის 790 კგ.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2023 წელს საქართველომ 5.9 მლნ აშშ დოლარის 5 067 ტონა ყურძენი იყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები