მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველომ მზესუმზირას ზეთის ექსპორტით 96.8%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო

ზეთი

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან 8.9 ათასი აშშ დოლარის 2.9 ტონა ზეთი გავიდა ექსპორტზე, რა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 96.6%-ით ნაკრებია, როცა ქვეყანამ 288.3 ათასი აშშ დოლარის 234.9 ტონა ზეთი გაყიდა.

წელს გაყიდული პროდუქციის ყველაზე დიდი წილი აშშ-ზე მოდიოდა. საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი 2024 წლის პირველ კვარტალში ასეთია:

  • აშშ - 6.1 ათასი აშშ დოლარის 2.1 ტონა (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 75%);
  • გერმანია - 1.1 ათასი აშშ დოლარის 310 ლიტრი ( ზრდა 20%);
  • ჩეხეთი - 1.1 ათასი აშშ დოლარის 300 ლიტრი ( ზრდა 80%).

წელს, საექსპორტო ბაზრების შორის საერთოდ აღარ არის სირია, სადა 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 250.8 ათასი აშშ დოლარის ზეთი გაყიდა. ასევე, ჩამონათვალში აღარ არიან საექსპორტო ბაზრების გასულ წელს სამეულში მყოფი სომხეთი და აზერბაიჯანი.

გასული წლის 12 თვეში საქართველოდან 3 მლნ აშშ დოლარის 1 802 ტონა ზეთის ექსპორტი განხორციელდა. ზეთის იმპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი კი ქვეყნიდან 2013 წელს დაფიქსირდა, როცა 4.5 მლნ აშშ დოლარის 3 767 ტონა ზეთი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 8.5 მლნ აშშ დოლარის მზესუმზირას ზეთი იყიდა, გასულ წელს კი, 8.4 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი. მთავარი იმპორტიორი წელსაც რუსეთია 6.9 მლნ აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები