წელს საქართველომ 11.4 მლნ აშშ დოლარის 9,893 ტონა რძე და ნაღები იყიდა, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანია.
TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა 2024 წლის 9 თვეში:
- აზერბაიჯანი - $3.4 მლნ, 3,797 ტონა;
- საფრანგეთი - $2.1 მლნ, 622 ტონა;
- პოლონეთი - $1.8 მლნ, 1,613 ტონა;
- რუსეთი - $982.2 ათასი, 775 ტონა;
- ბელარუსი - $920.8 ათასი, 1,184 ტონა;
- თურქეთი - $756.6 ათასი, 788.8 ტონა;
- გერმანია - $451.5 ათასი, 372.4 ტონა;
- იტალია - $420.8 ათასი, 220.5;
- უკრაინა - $325.9 ათასი, 345.6 ტონა;
- ირანი - $145.4 ათასი, 142.7 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან ნედლი რძე არ გაყიდულა.
შეგახსენებთ, 2022 წელს ინფორმაცია ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით. იმავე წლის 5 მარტს სააგენტო "ტასმა" დაწერა, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს სთავაზობს პროდუქტის ექსპორტზე გატანას რუსულ ბაზარზე. "სურსათის ეროვნულ სააგენტოში" დაადასტურეს მოლაპარაკებების არსებობა რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე. მიუხედავად ამისა, ექსპორტი არ განხორციელებულა, მიზეზი ქართველი ფერმერებისა და კომპანიების თქმით, ქვეყანაში არსებული ნედლი რძის დეფიციტია, რის გამოც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნასაც კი ვერ აკმაყოფილებენ.