საქართველოში ავოკადოს იმპორტი 12.2%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში, ქვეყანამ 3,4 მლნ დოლარის ღირებულების 1,471 ტონა ავოკადო შეიძინა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს 1,310 ტონა ავოკადოში, 2,2 მლნ დოლარი ჰქონდა გადახდილი.
რაც შეეხება მთავარ იმპორტიორ ქვეყანას, რეიტინგში ნიდერლანდები ლიდერობს, საიდანაც ქვეყნის მიერ შეძენილი 591 ტონა ავოკადოს ღირებულება, 2 მლნ დოლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება ბაზრებს, იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
- ნიდერლანდები - $2 მლნ (591 ტონა)
- თურქეთი - $1.2 (7 ტონა)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $171 ათასი (79.6 ტონა)
- კენია - $40 ათასი (24 ტონა)
- პერუ - $21 ათასი (12.6 ტონა)
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ 635 ათასი დოლარის ღირებულების 259.6 ტონა ავოკადო სომხეთში გაყიდა.2 ათასი დოლარის ღირებულების 0.71 ტონა ავოკადოს ექსპორტი რუსეთში განახორციელა.