მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

ტანსაცმელი

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში დამზადებული ტანსაცმლის ექსპორტს მოიცავს. რეექსპორტის ზომა კი 25 მილიონი დოლარი იყო, რაც მთლიანობაში $155 მილიონიან ტანსაცმლის ექსპორტს ნიშნავს, საიდანაც უშუალოდ საქართველოში $130 მილიონის ღირებულების ტანსაცმელი იყო დამზადებული.

თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ადგილობრივად დამზადებული ტანსაცმლის ექსპორტი 2.6 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი გლობალური ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, ისეთების როგორიცაა Nike, Addidas, Zara, H&M, Under Armour-ი და სხვა ბრენდები.

საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის 2/3-ზე მეტი ექსპორტზე თურქეთში გადის, საიდანაც ის შემდეგ გლობალურ ბაზრებზე ხვდება. ექსპორტის დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძირითადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში იკერება, არის მაისურები, რომლის ექსპორტმაც 68 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 31 მილიონი დოლარით მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტები, მესამეზე კი ქალის ბიუსტჰალტერები, ქამრები და სხვა კომპლექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები