მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ₾80 მლნ-მდე გაიზარდა - კაკაურიძე

სტიქიები

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე აცხადებს, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი ყოველწლიური ბიუჯეტი წელს 50 მლნ ლარიდან 80 მლნ-მდე გაიზარდა, რაც სტიქიური მოვლენების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია. 

“სტიქიებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ყოველწლიურად გვაქვს გამოყოფილი ფინანსები. 50 მლნ ლარია საჭირო, რომ მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის ლიკვიდაცია მოხდეს, თუმცა წელს, სამწუხაროდ, შოვისა და გურიის გარდა, გაცილებით მეტი სტიქიური მოვლენა იყო საქართველოში და 80 მლნ ლარზე მეტის გამოყოფა დაგვჭირდა, რაც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კვლავ გაიზრდება. ამ თანხის ნაწილი გასულ წელს დაწყებული პროექტების დასრულებას მოხმარდა, ნაწილი კი წელს მომხდარი სტიქიების ლიკვიდირების პროცესს, რაც მომავალ წელს დასრულდება”, - ამბობს კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, გამოყოფილი ბიუჯეტი შოვის საგზაო ინფრასტრუქტურისა და გურიაში, ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების განსახლებას მოხმარდება.

“ეს თანხა შოვის ინფრასტრუქტურის აღდგენას არ მოიცავს, რადგან ეს შეუძლებელია. შოვის გარშემო, საგზაო ინფრასტრუქტურა რაც დაზიანდა, იმის აღდგენა დაიწყება, თუმცა თვითონ შოვის ინფრასტრუქტურის აღდგენას ვერ მიემართება ეს თანხა.

რაც შეეხება გურიას, წლის ბოლომდე პრიორიტეტია, რომ მოვასწროთ იმ ოჯახები გასახლება, რომლებიც ავარიულ სახლებში აღმოჩნდნენ სტიქიის შედეგად და ამ დრომდე სასტუმროებში ცხოვრობენ. როგორც კი დასრულდება შეფასება, საუბარია 500-მდე სახლზე, ექსპერტიზის დასკვნა გვექნება, სად იქნება გასახლება საჭირო და ვფიქრობთ, ეს რესურსი საკმარისი იქნება ოჯახების კომპენსაციისთვის”, - ამბობს კაკაურიძე.

გასულ ზაფხულს შოვსა და გურიაში მომხდარ სტიქიებს 36 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა ოჯახებისთვისაც სახელმწიფო 20 000 ლარიან ერთჯერად დახმარებას გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები