მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, თბილისში "დიარონის" პირველი ფილიალის გახსნა გადაიდო |მიზეზები

დიარონი

ზუგდიდში მდებარე რესტორანი „დიარონი“ თბილისში პირველ ფილიალს 2027 წლის პირველ ნახევარში გახსნის. რესტორნის მფლობელმა, მამუკა ნაყოფიამ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ობიექტი კანდელაკის ქუჩაზე განთავსდება, პროექტში კი 2 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

მისი ინფორმაციით, თბილისის ფილიალის გახსნა მიმდინარე წელს იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოების დასრულება დაგეგმილ ვადაში ვერ ესწრება. ამ ეტაპზე პროექტი აქტიურ ფაზაშია, გახსნა კი, სავარაუდოდ, 2027 წლის თებერვალ-მარტში იგეგმება.

„თბილისში პირველ ფილიალს კანდელაკის ქუჩაზე ვხსნით. წელს ვგეგმავდით გახსნას, თუმცა ვეღარ ვასწრებთ. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში გავიხსნებით. საკმაოდ მასშტაბური ობიექტი იქნება, 200-ზე მეტ სტუმარზე გათვლილი. გვექნება როგორც შიდა დარბაზი, ისე ღია სივრცეები - ვერანდა და ტერასა. რაც შეეხება მენიუს, ჩვენი საფირმო მიმართულების ერთგული დავრჩებით, თუმცა არჩევანი უფრო მრავალფეროვანი იქნება“, - აცხადებს მამუკა ნაყოფია.

მისი თქმით, თბილისის ფილიალის კონცეფცია რესტორნის არსებულ კულინარიულ მიმართულებას შეინარჩუნებს, თუმცა დედაქალაქის ობიექტში სტუმრებს უფრო მრავალფეროვანი მენიუ დახვდებათ.

თბილისში გაფართოების შემდეგ „დიარონი“ სხვა რეგიონებში შესვლასაც არ გამორიცხავს. ამ ეტაპზე კომპანიის პრიორიტეტი დედაქალაქის ბაზარზე დამკვიდრება და საბურთალოზე ახალი ფილიალის ამოქმედებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები