მიმდინარე წელს, საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
გასულ წელს კი, საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი გაორმაგდა და 133 060 აშშ დოლარის 14 ტონა შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 77 850 დოლარი და 6.5 ტონა იყო. 2022 წელს კი - 61 450 აშშ დოლარი და 6 ტონა.
მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, გასულ წელს ცოცხალი ფუტკარი მხოლოდ ამ ქვეყნიდან შემოვიყვანეთ. 2023 წელს კი, მცირე რაოდენობით ფუტკრის იმპორტი სომხეთიდან და ყაზახეთიდანაც განხორციელდა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ცოცხალი ფუტკრის გაყვანა არ ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ამაზე საუბარი იყო.
შეგახსენებთ, დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახებს დაავადება ანადგურებს. პრობლემა, რომლის მასშტაბიც მზარდ ტენდენციას აჩვენებს, ტროპილელაფსმა შექმნა, პარაზიტმა, რომელიც ფუტკრის ოჯახების ძლიერ დასუსტებას და განადგურებას იწვევს. მეფუტკრეები ჰყვებიან, რომ ქვეყანაში დაავადება პირველად 2023 წელს დაფიქსირდა და არაერთი ფუტკრის ოჯახი გაანადგურა.




























