საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ძირითად საექსპორტო პარტნიორებს შორის მერვე ადგილზეა და ქვეყნის მთლიან ექსპორტში 2.1%-იანი წილი აქვს.
იანვარ-მაისში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტის ღირებულებამ 48.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 20.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებული TOP 10 პროდუქტი შემდეგია:
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $10.46 მლნ
- მინერალური და მტკნარი წყლები - $7.94 მლნ
- ფეროშენადნობები - $5.15 მლნ
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4.98 მლნ
- მსუბუქი ავტომობილები - $3.9 მლნ
- სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.33 მლნ
- ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $2.3 მლნ
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $1.81 მლნ
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - $1.8 მლნ
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.77 მლნ
საპირისპიროდ, შემცირდა იმპორტი. კერძოდ, იანვარ-მაისში უკრაინიდან იმპორტმა 96.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 18%-იანი კლებაა. ძირითადი იმპორტირებული პროდუქტები შემდეგია:
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $4.95 მლნ
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - $4.41 მლნ
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - $4.02 მლნ
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $3.94 მლნ
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $3.16 მლნ
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $3.08 მლნ
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $2.85 მლნ
- საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - $2.52 მლნ
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $2.51 მლნ
- საცობები, ხუფები და სახურავები - $2.48 მლნ