მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების 4 ფაქტი გამოვლინდა

შავი ზღვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 4 თვეში უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების 4 ფაქტია გამოვლენილი.

2024 წლის განმავლობაში კი შავი უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების 16 ფაქტი გამოვლინდა.

"გემიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000 ლარია, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები