სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ იმატა. სისტემაში სულ 56 232 მიმწოდებელი კომპანიაა რეგისტრირებული. ლოგიკურად, მიმწოდებლების რაოდენობის ზრდა ტენდერებში მონაწილეობის საშუალო მაჩვენებლის ზრდას უნდა იწვევდეს, თუმცა შედეგი საპირისპიროა. მონაცემების მიხედვით: 2015-2019 წლებში ერთ ტენდერში კონკურენცია საშუალოდ 2.09 იყო. 2020-2021 წლებში 2.21-მდე გაიზარდა. 2022-2023 წლებში კი1.93-მდე შემცირდა, უკვე 2024 წელს ყოველ მეორე მსხვილ ტენდერში მხოლოდ ერთი მონაწილე იყო. ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით შესაბამისი კვლევა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩაატარა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მიმწოდებლების რაოდენობის გაორმაგების პარალელურად, კონკურენციის შემცირება ტენდერების არაკონკურენტული პირობებით ჩატარებაზე მიუთითებს, ეს კი ეჭვს აჩენს ე.წ. „მორგებული ტენდერების“ ფართოდ გავრცელებაზე.
სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო-ს უფროსი ანალიტიკოსი;