მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ყველაზე მეტად გამყარებული ვალუტების რეიტინგი

ფული

2025 წელი სავალუტო რყევებით გამორჩეული პერიოდია, რა დროსაც ამერიკული დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით 9%-ით გაუფასურდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპი მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

დოლარის გაუფასურების პარალელურად, წელს საუკეთესო შედეგი რუსულ რუბლს აქვს, რომელთან მიმართებით დოლარის გაუფასურების მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან დღემდე 31%-ს აღწევს.

წელს გამყარების მიმართულებით გამორჩეულად კარგი შედეგები აქვთ განას, შვედეთის, უნგრეთის და ნორვეგიის ეროვნულ ვალუტებსაც, უფრო კონკრეტულად ამ ეტაპზე ვითარება ასეთია:

1. რუსული რუბლი
ცვლილება (USDRUB): -31%

2. განაური სედი
ცვლილება (USDGHS): -30%

3. შვედური კრონა
ცვლილება (USDSEK): -14.5%

4. უნგრული ფორიტი
ცვლილება (USDHUF): -11.7%

5. ნორვეგიული კრონა
ცვლილება (USDNOK): -11.5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები