მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს - პრემიერი

ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე საქართველოში სიღარიბე 700 000-მდე ადამიანმა დაძლია და ეროვნული ამოცანა სიღარიბის საბოლოოდ განულებაა.

პრემიერმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას თქვა, რომ წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელს ელის.

"რაც შეეხება სიღარიბეს, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, შესაბამისად, 1 100 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და სიღარიბე შემცირებულია 11.8%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 000 ადამიანი. ესეც ჩვენთვის არის რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 1 100 000 ადამიანიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 435 000 ადამიანამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მარტო შარშან 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა სიღარიბე. წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, აქედან გამომდინარე, წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით, 2024 წელს უკვე სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე 2012 წლიდან დღემდე, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია - SJC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები