მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცემენტის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - სად შეიძინა საქართველომ 2023 წელს სამშენებლო მასალა

ცემენტი

2023 წელს, საქართველოში ცემენტის იმპორტი 28.7%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 73.3 მლნ აშშ დოლარის 1,02 მლნ ტონა ცემენტი შეიძინა, 2022 წელს კი, 52.2 მლნ აშშ დოლარის 853.6 ათასი ტონა ცემენტი.

გასული წლის მონაცემები, ისტორიული რეკორდია, როგორც თანხის, ასევე მოცულობის ჭრილში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ 2023 წლის ანგარიში წარდგენისას თქვა, რომ 7%-იან ეკონომიკურ ზრდაში, ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობის სექტორმა შეიტანა. მისი თქმით, გასულ წელს სამშენებლო მასალების იმპორტი 17%-ით გაიზარდა. უწყების ხელმძღვანელმა, ცალკე გამოყო ცემენტის მზარდი იმპორტი.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 2023 წელს ცემენტის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალს:

  • აზერბაიჯანი - 56.9 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 16.2 მლნ აშშ დოლარი;
  • ყაზახეთი - 75.6 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქმენეთი - 10.5 მლნ აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი - 5.5 მლნ აშშ დოლარი.

ასევე, ძალიან მცირე რაოდენობის ცემენტი შემოვიდა 2023 წელს რუსეთიდან და გერმანიიდან, 4 ტონა და 200 კგ.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტოს კვლევის მიხედვით, ცემენტის ბაზარზე დემპინგის ფაქტი არ დადასტურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები