მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვებში დოლარის წილი შემცირდა - IMF

IMF

მსოფლიოს ქვეყნებმა აშშ დოლარში საკუთარი სავალუტო რეზერვები შეამცირეს - ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც 2024 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით მსოფლიოს ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვების კომპოზიციას ასახავს.

2024 წლის მეოთხე კვარტალში მსოფლიოს 149 ქვეყნის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები სულ 12.36 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა წლიურ ჭრილში 210 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. მთლიანი თანხიდან აშშ დოლარის აქტივებში განთავსებულია 6.63 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც გლობალური სავალუტო რეზერვების 53.63%-ია.

შედარებისთვის, 2023 წლის მეოთხე კვარტალში აშშ დოლარის სარეზერვო აქტივები 6.69 ტრილიონი დოლარი იყო, რაც ამ დროს მთლიანი გლობალური სავალუტო რეზერვების 54.21%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დოლარის წილი 0.58 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

აშშ დოლარის შემდეგ მსოფლიოს მეორე მთავარი სარეზერვო ვალუტა არის ევრო, რომლის გლობალური რეზერვებიც 2.27 ტრილიონი დოლარია, ეს თანხა წლიურად 0.10 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

მესამე პოზიციას ჩინური იუანი იკავებს, 250 მილიარდი დოლარით, ანუ მთლიანი სარეზერვო აქტივების 2% ჩინურ იუანში არის დაბანდებული. ეს თანხა წლიურად ასევე 0.10 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

სანაცვლოდ კი გაზრდილია კანადური დოლარის წილი 0.17 პროცენტული პუნქტით, "სხვა ვალუტების" წილი 0.72 პროცენტული პუნქტით. უფრო დეტალური სტატისტიკა სარეზერვო ვალუტების შესახებ ასე ნაწილდება:

რეზერვები მილიარდი დოლარი წილი ცვლილება წინა წელთან
მთლიანი უცხოური ვალუტის რეზერვები 12.36 ტრილიონი დოლარი; 100% 0.00 პროცენტული პუნქტი
რეზერვები რომელთა ვალუტაც ცნობილია 11.47 ტრილიონი დოლარი; 92.79% 0.00 პროცენტული პუნქტი
რეზერვები აშშ დოლარში 6.63 ტრილიონი დოლარი; 54.21% -0.58 პროცენტული პუნქტი
რეზერვები ევროში 2.27 ტრილიონი დოლარი; 18.50% -0.10 პროცენტული პუნქტი
რეზერვები ჩინურ იუანში 250 მილიარდი დოლარი; 2.12% -0.10 პროცენტული პუნქტი
რეზერვები იაპონურ იენაში 667 მილიარდი დოლარი; 5.28% 0.11 პროცენტული პუნქტი
რეზერვები ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში 542 მილიარდი დოლარი; 4.51% -0.13 პროცენტული პუნქტი
რეზერვები ავსტრალიურ დოლარში 236 მილიარდი დოლარი; 1.99% -0.08 პროცენტული პუნქტი
რეზერვები კანადურ დოლარში 318 მილიარდი დოლარი; 2.40% 0.17 პროცენტული პუნქტი
რეზერვები შვეიცარიულ ფრანკში 20 მილიარდი დოლარი; 0.18% -0.02 პროცენტული პუნქტი
რეზერვები სხვა ვალუტებში 533 მილიარდი დოლარი; 3.59% 0.72 პროცენტული პუნქტი
რეზერვები ვალუტის მითითების გარეშე 892 მილიარდი დოლარი; 7.21% 0.00 პროცენტული პუნქტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები