მსოფლიოს ქვეყნებმა აშშ დოლარში საკუთარი სავალუტო რეზერვები შეამცირეს - ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც 2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით მსოფლიოს ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვების კომპოზიციას ასახავს.
2025 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოს 147 ქვეყნის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები სულ 13 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა წლიურ ჭრილში 298 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. მთლიანი თანხიდან აშშ დოლარის აქტივებში განთავსებულია 7.41 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც გლობალური სავალუტო რეზერვების 57.93%-ია.
შედარებისთვის, 2024 წლის მესამე კვარტალში აშშ დოლარის სარეზერვო აქტივები 7.37 ტრილიონი დოლარი იყო, რაც ამ დროს მთლიანი გლობალური სავალუტო რეზერვების 57.93%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დოლარის წილი 1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
აშშ დოლარის შემდეგ მსოფლიოს მეორე მთავარი სარეზერვო ვალუტა არის ევრო, რომლის გლობალური რეზერვებიც 2.65 ტრილიონი დოლარია, ეს თანხა წლიურად 1.17 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
მესამე პოზიციას იაპონური იენი იკავებს 758 მილიარდი დოლარით, რაც წლიურ ჭრილში 0.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
რაც შეეხება ჩინურ იუანს, მასში 251 მილიარდი დოლარი არის განთავსებული, რაც წლიურად 0.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
| რეზერვები | რეზერვების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით | წილი | წილის ცვლილება წინა წელთან შედარებით |
| სულ უცხოური ვალუტის რეზერვები | 13.03 ტრილიონი დოლარი; | 100.00% | 0.00 პროცენტული პუნქტი |
| აშშ დოლარი | 7.41 ტრილიონი დოლარი; | 56.92% | -1.00 პროცენტული პუნქტი |
| ევრო | 2.65 ტრილიონი დოლარი; | 20.33% | 1.17 პროცენტული პუნქტი |
| იაპონური იენი | 758 მილიარდი დოლარი; | 5.82% | 0.19 პროცენტული პუნქტი |
| ფუნტი სტერლინგი | 581 მილიარდი დოლარი; | 4.46% | -0.40 პროცენტული პუნქტი |
| კანადური დოლარი | 347 მილიარდი დოლარი; | 2.66% | -0.09 პროცენტული პუნქტი |
| ავსტრალიური დოლარი | 268 მილიარდი დოლარი; | 2.06% | -0.18 პროცენტული პუნქტი |
| ჩინური იუანი | 251 მილიარდი დოლარი; | 1.93% | -0.19 პროცენტული პუნქტი |
| შვეიცარიული ფრანკი | 23 მილიარდი დოლარი; | 0.18% | 0.00 პროცენტული პუნქტი |
| სხვა ვალუტები | 735 მილიარდი დოლარი; | 5.64% | 0.50 პროცენტული პუნქტი |




























