მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ" - კობახიძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ ტრამპისადმი მიწერილ წერილზე

ირაკლი კბახიძე

"პრეზიდენტის წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, ჩვენი გზავნილი ყველასათვის ცნობილია, გვინდა, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება. თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პარლამენტის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა, სადაც წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოხატავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები