მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერით უნარებში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა 78%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა - აუდიტი

არაქართულენოვანი მოსწავლეები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდირებული ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ვაუჩერული დაფინანსების მოდელის მიხედვით, სწავლების ენა ერთ-ერთი კომპონენტია დაფინანსების ოდენობის განსასაზღვრად. შესაბამისად, არაქართულენოვანი სკოლები და
სექტორები გაზრდილი ვაუჩერით ფინანსდებიან. ვაუჩერით განსაზღვრული დამატებითი დაფინანსება დადგენილებით არის გათვალისწინებული, რომლის მიხედვით კოეფიციენტები − 1.68-დან 2.15-მდე მერყეობს.

საქართველოს მასშტაბით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის
ფუნქციონირებს 300-მდე არაქართულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორი (სკოლების საერთო რაოდენობის 14%), რაც პროპორციულია მოსწავლეთა რაოდენობის (52 000-მდე მოსწავლე, საერთო რაოდენობის 10%).

აუდიტი წერს, რომ ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში არ არის დანერგილი მექანიზმები, რომლებიც
უზრუნველყოფენ მიღწეული შედეგების შეფასებას.

2018 წელს არაქართულენოვანი სკოლებისთვის ვაუჩერის კოეფიციენტი საწყისი კატეგორიისთვის იყო 1.65, ხოლო აუდიტის პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 1.68-მდეა გაზრდილი. მატება განიცადა ასევე ყველა სხვა დანარჩენმა კოეფიციენტმა შესაბამის კატეგორიაში. არაქართულენოვანი სექტორის საჭიროებების დასადგენად არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევა და ანალიზი. შედეგად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების საჭიროებების თავსებადობა არსებულ მოდელთან. ამასთანავე, ცვლილებების შემდეგ არ განხორციელებულა მიღწეული შედეგების შეფასება.

აუდიტს არაეფექტიანი და ანგარიშვალდებულების გარეშე თანხის ხარჯვის მაგალითად მოჰყავს 2018 წელს ჩატარებული გამოცდა - "ქართული, როგორც მეორე ენა“.

სადაც შედეგები ასეთია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, − „ქართული, როგორც მეორე ენა”, შეფასების თანახმად, არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო პროცესში მეტი გამოწვევა იჩენს თავს. შედეგები აჩვენებს, რომ მოსწავლეებს ყველაზე დაბალი შედეგი წერის კომპონენტში აქვთ: 78%-მა ვერ შეძლო გადაელახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წერით უნარებში, ხოლო მოსწავლეთა 64%, ქართულში, როგორც მეორე ენაში, ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების მინიმალური ზღვრის გადალახვას ვერ ახერხებს; მოსმენაში მოსწავლეთა 47.9%-ს აქვს არადამაკმაყოფილებელი შედეგი, ხოლო კითხვასა და საუბარში − შესაბამისად, მოსწავლეთა 57%-ს და 59.6%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები