ცესკომ თბილისის საკრებულოს 4 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.
ცესკოს თანახმად, 1 მილიონი ამომრჩევლიდან თბილისის საკრებულოს არჩევნებზე ხმა მისცა 325,061-მა, აქედან ბათილი იყო 22,113 ბიულეტენი, ანუ ხმათა 6.8%.
ხოლო დანარჩენი ხმები, ანუ - 302,948 ხმა ასე გადანაწილდა - "ოცნება" 70.2%; "ძლიერი საქართველო-ლელო" - 10%; გირჩი - 7.5%; "კონსერვატორები საქართველოსთვის" - 4.3%; "გახარია საქართველოსთვის" - 3.2%; "მამული, ენა, სარწმუნოება" - 1%; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 1%. სხვა პარტიებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.
რაც შეეხება საკრებულოში მანდატების გადანაწილებას, "ოცნებას" 20 მანდატი მიეკუთვნა; ლელოს 2 მანდატი; გირჩს 2 მანდატი; კონსერვატორებს კი 1 მანდატი.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმი - თბილისის საკრებულოს დაკომპლექტება
№41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
1. შალვა სუთიაშვილი
2. თინათინ ნიბლოშვილი
3. ბექა დავითულიანი
4. გურამ ნიკოლაშვილი
5. ნიკოლოზ კახეთელიძე
6. ნინო ვარდოსანიძე
7. ავთანდილ ცინცაძე
8. კონსტანტინე ზარნაძე
9. ბექა ოდიშარია
10. ოთარ ჩრდილელი
11. გიორგი ხუროძე
12. კახა ბერაძე
13. ლევან არველაძე
14. ლევან აბაშიძე
15. ალექსანდრე მუკათარიძე
16. ნოდარ ბოკერია
17. მარიამ გრიგოლიშვილი
18. ლუკა ძაძამია
19. ქეთევან ჭავჭანიძე
20. ლეილა კოლომიკოვი
№9 ძლიერი საქართველო-ლელო
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ვახტანგ სურგულაძე
№36 გირჩი
1. დავით ფანჯაკიძე
2. გიორგი გვენეტაძე
№3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“
1. გიორგი ქარდავა




























