მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეცხლის დროებით შეწყვეტა არ მოხდება თუ „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის დროებით შეწყვეტა არ მოხდება თუ „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს.

ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს „ჰუმანიტარულ პაუზის“ აღებისკენ, რაც ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების შეტანას შესაძლებელს გახდიდა.

„ისრაელი უარს ამბობს დროებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტაზე, რომელიც მძევლების დაბრუნებას არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.